top of page
Writer's pictureAT.GE

რინგო – ძაღლი სოციალური პასუხისმგებლობით

Updated: Feb 8, 2021



„დაგსიზმრებიათ, თუ არა გენიალური პროექტი, რომელსაც სანამ არ განახორციელებთ, მანამდე არც მადა გაქვთ, თათებიც გექავებათ და ერთი სული გაქვთ, როდის ნახავთ თქვენ მიერ ხორცშესხმულ იდეას? აი, სწორედ ასე იყო ჩემთანაც, როდესაც განდის ფრაზამ შთამაგონა ყველაფერი – „ცვლილებები შენგან უნდა იწყებოდეს“. ძაღლების ფეკალიებით გატენილ ქუჩებს რომ ვუყურებ, გული მიწუხდება, ამას უკვე 11 წელია განვიცდი. მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ძაღლებმა, რომ ეს პატრონების მოსაგვარებელია და ფეკალიების აწმენდა ფიზიკურად არ შეგვიძლია?!“

ეს არის ნაწყვეტი რინგოს ვიდეოდღიურიდან. რინგო 12 წლის ამერიკული კოკერსპანიელია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი პატრონთან, ნესტან მამაცაშვილთან ერთად. რინგომ იცხოვრა ევროპაში, ბევრი იმოგზაურა, ნახა როგორი დამოკიდებულება აქვს ცივილიზებულ საზოგადოებას ცხოველების მიმართ და გადაწყვიტა, სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და თბილისის სამსახურში ძალიან საინტერესო ფორმით ჩადგეს.


კითხვის გაგრძელება ...

Comments


bottom of page